ოფიციალურად: "მილანმა" ანდრე სილვა გაიფორმა

12-06-2017, 22:00

"მილანმა" ზაფხულის კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა. ამჯერად, მათი შენაძენი "პორტუს" თავდამსხმელი, ანდრე სილვა აღმოჩნდა, რომლის სანაცვლოდაც აპენინელებმა 38 მილიონი ევრო გაიღეს. იტალიურმა გრანდმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე უკვე 99 მილიონი ევრო დახარჯა.

"შესანიშნავი შეგრძნებაა, მოხარული ვარ, რომ ამ გუნდში აღმოვჩნდი. კარგად ვიცი "მილანის" ისტორია. ჩემი ოცნება რეალობად იქცა." - განაცხადა ანდრე სილვამ მას შემდეგ, რაც ახალ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.

პორტუგალიელმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში, შიდა ჩემპიონატში 32 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მოედანზე "პორტოს" მაისურით რვაჯერ მოგვევლინა და მეტოქეთა დამწუხრება ოთხჯერ მოახერხა.

  • goga11
  • 12 ივნისი 2017 22:01
dzalian kargi bichia mara es ar gveyofa

  • maldini
  • 12 ივნისი 2017 22:29
kargi gasrolaa..imedia amit ar gavcherdebit..

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გრანადას მწრთვნელი: "ჩემი მოლოდინი გამართლდა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით