ბუფონი: "კარიერას სავარაუდოდ 2018 წელს დავასრულებ"

12-06-2017, 23:33

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარული კარის დარაჯი ჯანლუიჯი ბუფონი კარიერის დასრულების შესახებ ალაპარაკდა. 39 წლის მეკარის განცხადებით, სავარაუდოდ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების დრო 2018 წელს დადგება.

უკანასკნელი ტურნირი, რომელშიც ბუფონი მონაწილეობას მიიღებს, ფიფას 2018 წლის რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატია.

"დიახ, 99.9%-ით ჩემი უკანასკნელი ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც რუსეთში ჩატარდება. ზოგჯერ დგება დრო, რომ წახვიდე და ვფიქრობ ეს მომენტი უკვე ძალიან ახლოსაა". - განაცხადა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ საკუთარი კარიერის განმავლობაში ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოახერხა. ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში იტალიელი 3-ჯერ გავიდა, თუმცა ყველა მათგანში დამარცხდა.

2006 წელს ბუფონი იტალიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

  • beka10
  • 12 ივნისი 2017 23:34
didi epoqa sruldeba

სასწაულად არ უმართლებს ამ კაცს ფოლინალი რა

  • porsche
  • 26 ივნისი 2017 15:18
mekare romelmac ertxelac ver aigo chempionta liga magram is mainc mwvervalzea tavisi donit am yvelafris miuxedavad. legenda romelic dzalian daakldeba fexburts!!! jiji sauketesoa!!!

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით