კონტე აზარის შემცვლელად ინსინიეს განიხილავს

13-06-2017, 16:31

მიუხედავად პრემიერ ლიგის მოგების და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებისა, როგორც ჩანს ლონდონის "ჩელსიში" დიდი ცვლილებები იგეგმება. კლუბის იტალიელი თავკაცი ნისლიან ალბიონზე ახალი ფეხბურთელების მიყვანას აპირებს.

ანტონიო კონტემ პირველი ტრანსფერი ლუკაკუს შესახებ თითქმის შეათანხმა, რომელიც "ლურჯების" რიგებში შეერთების შემდეგ დიეგო კოშტას ჩაანაცვლებს. ასევე აპენინელი სპეციალისტი დაინტერესებულია დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრალური მცველი პაპასტოპულოსით, რადგან "ჩელსიდან" მატიჩისა და ტერის წასვლის შემდეგ ცენტრალური მცველის პოზიციაზე კადრების შევსება საჭირო გახდება.

რაც შეეხება პრესაში გავრცელებულ უკანასკნელ ჭორებს, Give Me Sport-ი იტყობინება, რომ კონტე კიდევ  1 ფეხბურთელის შეძენას გეგმავს, რომელიც ედენ აზარს იმ შემთხვევაში ჩაანაცვლებს თუ ბელგიელი მადირიდის "რეალში" გადავა სათამაშოდ. ეს ფეხბურთელი იტალიური "ნაპოლის" შემტევი ლორენცო ინსინიეა, რომელშიც კონტე მზადაა 45 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ჯერ-ჯერობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები არ იწამოება, რადგან ყველაფერი ედენ აზარის პოზიციაზეა დამოკიდებული. თუ ბელგიელი ფეხბურთელის და "რეალის" ინტერესები ერთმანეთს გადაკვეთს, მაშინ ინსინიეს ნისლიან ალბიონზე ტრანსფერი უფრო მეტ დამაჯერებლობას შეიძენს.



Aramgonia Peresma Azari Fulit ikidos ise tuarunda azars Realshi gadasvla Veranairad Ver ikidian Ra Fulit unda daaxamon abramovichi :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით