ოფიციალურად: "რომას" ახალი მწვრთნელი ჰყავს

13-06-2017, 22:40

იტალიური "რომას" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში გუნდს ეუსებიო დი ფრანჩესკო გაუძღვება. 47 წლის სპეციალისტის უკანასკნელი გუნდი "სასუოლო" გახლდათ.

დი ფრანჩესკომ "სასუოლოსგან" საკმაოდ მებრძოლი გუნდი ჩამოაყალიბა, რომელმაც ევროტურნირებზეც მოახერხა გასვლა, ხოლო "რომას" ხელმძღვანელობამ სპალეტის საუკეთესო შემცვლელად სწორედ ის ჩათვალა.

ეუსებიო დი ფრანჩესკო საკუთარი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში "ჯალაროსის" ღირსებას იცავდა და ამ გუნდის შიდა სამზარეულოზე დიდი ინფორმაცია აქვს. რომაული გუნდის მაისურით 1997-2001 წლებში მან 168 თამაში ჩაატარა.

"სასუოლომდე" დი ფრანჩესკო "ვირტუს ლანსიანოს", "პესკარასა" და "ლეჩეს" ავარჯიშებდა.

  • beka10
  • 13 ივნისი 2017 22:40
მსჰვენიერი არცევანია, წარმატებები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით