"პსჟ"-მ ვერატის შემცვლელები მოინიშნა

14-06-2017, 00:46

დროთა განმავლობაში, მარკო ვერატი ფრანგულ "პსჟ"-ს კიდევ უფრო შორდება. როგორც ცოტა ხნის წინ შეგატყობინეთ, კატალონიის "ბარსელონამ" იტალიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ ფრანგულ კლუბს ოფიციალური, 80 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა.

პარიზულმა კლუბმა შესაძლოა მიიღოს ეს შეთავაზება, რადგან თავად ფეხბურთელიც ესპანეთში გადაბარგებაზე უარს არ აცხადებს. ამის გამო "პსჟ"-მ მარკოს წასვლის შემთხვევაში, მისი შესაძლო შემცვლელემი უკვე მოინიშნა.

პირველი მათგანი იტალიური "მილანის" უნივერსალი ნახევარმცველი, ჯეკ ბონავენტურაა, რომელიც, შესაძლოა "როსონერის" რეორგანიზაციის მსხვერპლი გახდეს. მეორე მათგანი მიუნხენის "ბაიერნის" ჩილელი ნახევარმცველი, არტურო ვიდალია, რომლის გადაბირებაც პარიზულ კლუბს მონიშნული ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად გაუჭირდება.

და ბოლოს, ყველაზე რეალური ვარიანტი რაჯა ნაინგოლანია, რომელიც არ მალავს, რომ უფრო მაღალ დონეზე თამაში სურს, ვიდრე ამას "რომა" სთავაზობს. ბელგიელი ნახევარმცველი "რომას" ერთ-ერთ ლიდერად ითვლება და "მგლები" მის მარტივად დათმობას არ აპირებენ.

  • goga11
  • 14 ივნისი 2017 00:48
gacvalon jekshi daamaton 40 milioni da moiyvanon milanshi

ციტატა: goga11
gacvalon jekshi daamaton 40 milioni da moiyvanon milanshi

Tviton yvelaze metad barcashi unda

ციტატა: goga11
gacvalon jekshi daamaton 40 milioni da moiyvanon milanshi

ჰაჰაააჰააააა laughing laughing სგ ჩაგეთვალა კაი იღადავე unamused

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით