კოსტა "იუვეს" შეუთანხმდა

14-06-2017, 11:50

მიუნხენის "ბაიერნის" ბრაზილიელი ვინგერი დუგლას კოსტა მზადაა კლუბი დატოვოს და ტურინის "იუვენტუსს" შეუერთდეს. როგორც იტალიური გამოცემა Sky Sport Italia იტყობინება ფეხბურთელმა უკვე შეათანხმა პირადი ტრანსფერი ტურინელებთან.

აპენინური მედიის ცნობით, კოსტა მზადაა "იუვენტუსში" გადასვლის სანაცვლოდ წელიწადში 6 მილიონი ევრო მიიღოს, თუმცა უცნობია რა ფასად მოხდება მისი გაყოდვა. იტალიური კლუბი მზადაა მოლაპარაკებები 40 მილიონიდან დაიწყოს, თუმცა მიუნხენში მას 50 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ შეელევიან.

26 წლის ბრაზილიელი მიუნხენის "ბაიერნში" პეპ გვარდიოლას ინიციატივით გადავიდა, რომელმაც აღნიშნულ კლუბში 2 სეზონი დაჰყო. კარგი სტარტის მკუხედავად მე-2 სეზონი ახალგაზრდა ფეხბურთელს ჩაუვარდა ამიტომ "რეკორდმაისტერის" მესვეურებმა მისი ტრანსფერზე დაყენება გადაწყვიტეს. გასულ სეზონში კოსტამ 34 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა.



  • herrgio
  • 14 ივნისი 2017 11:51
დაახვიოს ბაიერნიდან ფარჩაკი ფეხბურთელია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით