• 17-07-2023
    გიუნდოგანი: "გვარდიოლა ახლაც "ბარსელონას" ქომაგია"
    გიუნდოგანი: "გვარდიოლა ახლაც "ბარსელონას" ქომაგია"
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონამ" დღეს გუნდის გერმანელი ახალწვეული, ილქაი გიუნდოგანი ოფიციალურად წარადგინა.

    პრეზენტაციის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე 32 წლის ნახევარმცველმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

    ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ილქაის საუბარი მოუწია, საკუთარი გადაწყვეტილების აწ უკვე ყოფილი დამრიგებლისთვის, ხოსეპ გვარდიოლასთვის შეტყობინება გახლდათ.

    "როგორ ვუთხარი პეპს ჩემს არჩევანზე? მას ტელეფონით ვესაუბრე. მადლობა გადავუხადე ყველაფერი იმის გამო, რაც ბოლო 7 წელიწადში გამიკეთა. პეპი დამწუხრდა, მაგრამ შეიძლება ის ბედნიერიც იყო, რადგან მის საყვარელ გუნდს, "ბარსელონას" ვუერთდებოდი.

    პეპი ახლაც "ბარსას" გულშემატკივარია. იგი ყველა თამაშს უყურებს," - თქვა გიუნდოგანმა.

    შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტის" ყოფილი კაპიტანი კატალონიურმა გრანდმა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.

    Facebook კომენტარები