იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა "მილანში" გადავიდეს

14-06-2017, 12:15

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა კარიერა მისთვის კარგად ნაცნობ "მილანში" გააგრძელოს. "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურება, რის გამოც შვედი თავისუფალი აგენტის სახით უკლუბოდ დარჩება. მიუხედავად ამისა ბევრი გუნდი გამოთქვამს სურვილს მის გადაბირებასთან დაკავშირებით.

იტალიური გამოცემა Premium Sport იტყობინება, რომ "როსონერი" დაინტერესებულია ვეტერანი ფეხბურთელის გადაბირებით. თავის მხრივ ზლატანიც არ მალავს, რომ "მილანში" დაბრუნების მომხრეა. მისმა აგენტმა კი განაცხადა, რომ იბრა კარიეკას კვლავ ევროპაში გააგრძელებს.

იბრამ "მილანი" 2012 წელს დატოვა და "პსჟ-ს" შეურთდა. ჯერ-ჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ზლტანალი. მან "ემიუს" რიგებში 46 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა, რაც მის მაღალ კლასზე მეტყველებს. მიუხედავად მისი ასაკისა შვედი ყველა კლუბისთვის სასურველი ფეხბურთელია.

  • herrgio
  • 14 ივნისი 2017 12:16
შენ მაინც უშველიდი მილანს. დაბრუნდი ზლატან

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით