დონარუმა მილანთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს

15-06-2017, 21:55

"მილანის" მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა ევროპის ტოპ კლუბების ინტერესის ქვეშ მოექცა, მას შემდეგ რაც იტალიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.

18 წლის მეკარემ "მილანის" შემადგენლობაში 70 მატჩი ჩაატარა და მისი გამორჩეული თამაშის წყალობით მალევე მოექცა ევროპული გრანდების რადარებზე.

სერია ა-ს ჩემპიონი ტურინის "იუვენტუსი", მადრიდის "რეალი", "მანჩესტერ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იმ კლუბების არასრული ჩამონათვალია, ვისაც ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირება სურს. იტალიელი ფეხბურთელის რომელიმე მათგანში გადასვლას კიდევ უფრო შესაძლებელს ხდის ის სიტუაცია, რომელიც ამჟამად ხდება "მილანსა" და დონარუმას შორის.

"როსონერის" მესვეურებსა და ახალგაზრდა მეკარეს შორის შეთანხმება ხელფასის საკითხთან დაკავშირებით ვერ შედგა. "მილანი" დონარუმას წელიწადში 4,5 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა როგორც ფეხბურთელის აგენტმა რაიოლამ განაცხადა ლუიჯიმ კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ბოლო ინფორმაციით, რომელიც ევროპულ საფეხბურთო პრესაშია გავრცელებული, ჯანლუიჯი დონარუმას კლუბიდან წასვლა გადაწყვეტილი აქვს და ყველაფერი მხოლოდ დროის ფაქტორზეა დამოკიდებული.

  • herrgio
  • 15 ივნისი 2017 21:58
წავიდეს ასეთი ფული ტომარა მილანს არ იმსახურებს

  • maldini
  • 15 ივნისი 2017 23:19
nabijvari biji milanis bralia am donemde ro mivida dulis mona dedashevci sheni ..... gaaajvi aqedan shen milanis girsi ara xar ra tyulad kocnidi gerbs shen bozoo....

ჯუვე წაიყვანს ბუფონის შემცვლელია ეს კაცი <3

  • maldini
  • 16 ივნისი 2017 00:25
es buffons verasdros ver shecvlis exla ro darces milanshi warmodgena mainc damekargda fuli mona imdeni xelfasi moitxova rac buffonsac araaqvs amis dedismutelshi sheveci meee da mtelma milanis fanma shesca dedamis mutelshi....

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით