"მილანმა" დონარუმას შემცვლელის ძიება დაიწყო

16-06-2017, 00:42

ჯანლუიჯი დონარუმას დაკარგვის შემდეგ, იტალიურმა "მილანმა" მისი შემცვლელის ძიება დაიწყო და უკვე რამდენიმე სამიზნეც მოინიშნა. ფასონეს და მირაბელის 18 წლის მეკარის დაუყოვნებლივ შეცვლა აქვთ განზრახვული.

პირველი სამიზნე "ნაპოლის" 35 წლის ესპანელი მეკარე, პეპე რეინაა და იტალიური პრესის ინფორმაციით, "როსონერის" მესვეურებმა პირველი შეთავაზების გაკეთება უკვე მოასწრეს 6 მილიონი ევროს სახით, თუმცა "ნეაპოლიტანელებმა" "მილანელები" უარით გაისტუმრეს.

მეორე სამიზნე, "ლევერკუზენის" 25 წლის გერმანელი მეკარე, ბენდ ლენოა, რომლის შეძენაც საკმაოდ რთული იქნება, რადგან "ფარმაცევტები" მას 30 მილიონ ევროდ აფასებენ.

მესამე და ყველაზე რეალური ვარიანტი კი ტურინის "იუვენტუსის" ბრაზილიელი კარის დარაჯი, ლუის ნეტოა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე საათში მხარეებს შორის მოლაპარაკება დაიწყება. ტურინელები 27 წლის მეკარის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვენ.

  • goga11
  • 16 ივნისი 2017 00:44
ra neto ris neto?! leno idealuri variantia an iyos reinac sanam plicari gaizrdeba

  • Leto
  • 16 ივნისი 2017 08:00
Leno daxatavda

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით