5 გუნდი, რომელშიც შესაძლოა დონარუმა გადავიდეს

16-06-2017, 15:39

საფეხბურთო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ "მილანის" 18 წლის უნიჭიერესი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს და სავარაუდოდ იტალიური ფეხბურთის გრანდს მიმდინარე ზაფხულში დატოვებს.

ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა საკუთარი კლიენტისთვის უკვე ცდილობს იდეალური ვარიანტის გამონახვას. იტალიელი მეკარის შეძენით ევროპული ფეხბურთის ძალიან ბევრი წამყვანი გუნდია დაინტერესებული.

წარმოგიდგენთ 5 გუნდს, რომელშიც შესაძლოა ჯანლუიჯი დონარუმა მომდევნო სეზონში ვიხილოთ.

5) "პარი სენ-ჟერმენი"

ფრანგული ფეხბურთის გრანდი კვალიფიციური მეკარის ძიებაშია. გუნდის მფლობელი შეიხებისთვის ფინანსები პრობლემას არ წარმოადგენს და სავარაუდოდ დონარუმას შეძენის თვალსაზრისით პარიზული გუნდი სუპერ აქტიური იქნება.

4) "მანჩესტერ სიტი"

პეპ გვარდიოლასთვის, რომელიც "მანჩესტერ სიტის" ავარჯიშებს,  პრიორიტეტულია გუნდში ჰყავდეს ისეთი მეკარე, რომელიც ერთნაირად წარმატებით თამაშობს როგორც კარის ხაზზე, ასევე ფეხითაც. გასულ სეზონში გამოჩნდა, რომ "დედაქალაქელებს" მეკარის სერიოზული პრობლემა აქვთ და ისინიც დონარუმას შეძენას აქტიურად შეეცდებიან.

3) "მანჩესტერ იუნაიტედი"

შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა მომდევნო სეზონიდან მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში აღმოჩნდეს, ეს ფაქტი კი მოურინიოს უბიძგებს ახალი გოლკიპერის შეძენას ეცადოს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა დონარუმასთან დაკავშირებით სიმპატია უკვე არაერთხელ გამოხატა.

2) მადრიდის "რეალი"

მიუხედავად იმისა, რომ "რეალისთვის" უკვე დიდი ხანია პრიორიტეტული დე ხეას შეძენაა, ისეთი მეკარის ხელში ჩაგდებაზე, რომელზეც მთელი მსოფლიო აღფრთოვანებით ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში საუბრობდა, "სამეფო კლუბი" უარს ნამდვილად არ იტყვის. ფლორენტინო პერესმა დონარუმასა და მის აგენტს, სავარაუდოდ, სარფიანი წინადადება უნდა შესთავაზოს.

1) ტურინის "იუვენტუსი"

ჯანლუიჯი დონარუმამ უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ მისთვის საფეხბურთო კერპი ჯანლუიჯი ბუფონია. თავად ლეგენდარულმა იტალიელმაც "ბებერ სინიორას" მოუწოდა 18 წლის მეკარის შეძენაზე ყურადღება გაამახვილონ. როგორც იტალიური პრესა იუწყება, დონარუმა პირველ რიგში აქცენტს სწორედ "იუვენტუსზე" გააკეთებს. თანაც, ბუფონი კარიერის დასრულებას 2018 წელს აპირებს.

  • beka10
  • 16 ივნისი 2017 15:41
უეჭველი იუვეში წავააააა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით