ალვეში: "დიბალამ "იუვენტუსი" უნდა დატოვოს"

16-06-2017, 22:50

ტურინის "იუვენტუსის" ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა, დანი ალვეშმა თავის თანაგუნდელს, პაულო დიბალას ურჩია, რომ ერთ დღესაც იტალია დატოვოს, რადგან ეს მას კიდევ უფრო გაუმჯობესებაში დაეხმარება.

23 წლის თავდამსხმელს აქტიურად უკავშირებენ მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონას". ალვეშის აზრით კი არგენტინელი ფეხბურთელის ესპანეთში გადაბარგების შემთხევაში, ის კიდევ უფრო გაიზრდება.

"დიბალას ხშირად ვესაუბრები და რამდენიმე რჩევაც მივეცი. ერთ დღესაც, არ ვიცი როდის, უნდა დატოვოს "იუვენტუსი", რათა, როგორც ფეხბურთელი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს."

"გასულ სეზონში უამრავი შემოთავაზება მქონდა პრემიერ ლიგიდან, თუმცა ყველა უარვყავი, რადგან სერია ა-ში უნდა მეთამაშა. ამ ქვეყანას უდიდესი მცველების დიდი კულტურა აქვს." - განაცხადა დანი ალვეშმა.

  • goga11
  • 16 ივნისი 2017 22:52
atrakeb dani

ბარსაში ეს გაასწორებდა !! ან დემბელეს ითრევს ბარსა ან ამას უეჭველი !

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გრანადას მწრთვნელი: "ჩემი მოლოდინი გამართლდა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით