"მილანი" ახალგაზრდა მეკარესთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

16-06-2017, 23:48

მინო რაიოლამ "მილანს" განუცხადა, რომ ჯიჯი დონარუმა კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. "როსონერის" ხელმძღვანელობა ახალი მეკარის ძიებაშია და ძალიან ახლოსაა "ჯენოას" გოლკიპერის, მატია პერისინის გადაბირებასთან.

გარდა ამისა, "მილანი" აპირებს კონტრაქტი გაუხანრძლივოს პრიმავერას ძირითად მეკარეს, ალესანდრო პლიცარის, რომელმაც მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატში, მესამე ადგლისათვის ბრძოლაში ურუგვაის ნაკრებს 2 პენალტი აუღო და თავის ქვეყანას ისტორიული გამარჯვება მოუპოვა.

პლიცარი ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, მიუხედავად ამისა, ის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მეკარედ ითვლება იტალიაში. ფეხბურთელის აგენტი, ტულიო ტინტი შეხვდა "როსონერის" ბოსებს, სადაც შეთანხმება შედგა და ახლა მხოლოდ ფორმალობებიღაა დარჩენილი.

  • goga11
  • 16 ივნისი 2017 23:49
dzalian kargi, esec mshvenieri bichia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით