ინიესტა "იუვენტუსს" დაუკავშირეს

17-06-2017, 12:30

ბრიტანული სპორტული პრესის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანი ანდრეს ინიესტა მომდევნო ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შესაძლოა ტურინის "იუვენტუსს" შეუერთდეს.

ესპანელ ფეხბურთელს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 1 წლის შემდეგ ეწურება და ჯერ ახალ ხელშეკრულებაზე საუბარიც კი არ დაწყებულა მხარეებს შორის. რაც შეეხება "იუვენტუსს", ინიესტას ტალანტით აღფრთოვანება არაერთხელ გამოხატა მასიმილიანო ალეგრიმ და მას მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველიც კი უწოდა.

33 წლის ინიესტამ კარიერის განმავლობაში "ბარსელონასთან" ერთად უამრავი ტიტული მოიგო, თუმცა ბოლო პერიოდში გუნდის ხელმძღვანელობა და გულშემატკივრები მისი თამაშით კმაყოფილნი აღარ არიან, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალის გმირს აშკარად რეგრესი დაეწყო.

მიმდინარე ზაფხულში ინიესტას წასვლასთან დაკავშირებით სავარაუდოდ საუბარი არ იქნება და ყველაფერს ნათელი მომავალი სეზონის მიმდინარეობისას მოეფინება.

  • beka10
  • 17 ივნისი 2017 12:31
დონმა კარიერა ბარსაში უნდა დაასრულოს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსების კომენტარები ქართული კლუბების ევროპალიგიდან გამოვარდნის შემდეგ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით