"მანჩესტერ სიტი" ალვეშის შეძენასთან ძალიან ახლოსაა

18-06-2017, 12:48

წამყვანი სპორტული გამოცემების ცნობით, უახლოეს მომავალში ტურინის "იუვენტუსის" ბრაზილიელი მარჯვენა მცველი პეპ გვარდიოლას სურვილის შესაბამისად "მანჩესტერ სიტიში" გადავა და გუნდთან ორწლიანი კონტრაქტს გააფორმებს.

"მანჩესტერ სიტიმ" გუნდიდან გაილ კლიში და ბაკარი სანია გაუშვა. შესაბამისად, გუნდს კვალიფიციური მარჯვენა მცველი სჭირდება და ამ შემთხვევაში ესპანელი სპეციალისტი დანი ალვეშს იდეალურ ვარიანტად მიიჩნევს.

ბრაზილიელმა გასული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და "იუვენტუსის" ძირითად შემადგენლობაში ფეხი სტაბილურად მოიკიდა. როგორც ცნობილი ხდება, "ქალაქელები" სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ "ბებერ სინიორას" 5 მილიონ ევროს გადაუხდიან.

დანი ალვეში და პეპ გვარდიოლა კატალონიის "ბარსელონაში" 2008-2012 წლებში მუშაობდნენ. მათ ერთად ჯამში 14 ტიტულის მოგება მოაერხეს და ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული ერა შექმნეს.



  • beka10
  • 18 ივნისი 2017 12:49
vaaa mouxdeba citys nagadad

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი დაასახელეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით