დუგლას კოშტა "იუვენტუსის" ფეხბურთელია

20-06-2017, 00:13

გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild იტყობინება, რომ ტურინის "იუვენტუსმა" მიუნხენის "ბაიერნთან" დუგლას კოშტას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა და შემდეგი სეზონიდან ბრაზილიელი ფეხბურთელი იტალიაში გააგრძელებს კარიერას.

წყაროს ცნობით იტალიელებს კოშტას ტრანსფერი 40 მილიონი ევრო დაუჯდათ. 

კოშტა "ბაიერნს" 2015 წელს "შახტარიდან" შეუერთდა და კლუბში 2 სეზონი გაატარა. თუმცა ხელმძღვანელობის იმედები ვერ გაამართლა და სწორედ ამიტომ მესვეურებმა მისი გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს.

"რეკორდმაისტერს" ამჯერად ვინგერის პოზიციაზე მარცხენა ფლანგზე მხოლოდ რიბერის კანდიდატურა ჰყავთ, რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ კლუბი კოშტას სანაცვლოდ ახალი ფეხბურთელის მოყვანას აპირებს. დიდი ალბათობით კი შემდეგი სეზონიდან ამ პოზიციას ალექსი სანჩესი მოირგებს რომლის ყიდვასთან "ბავარიელები" საკმაოდ ახლოს არიან.



  • herrgio
  • 20 ივნისი 2017 00:14
სანჩესი მოიყვანონ და გავარტყი კოშტას

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით