სილვა: "ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში კარიერას დავასრულებ"

20-06-2017, 00:22

დავიდ სილვამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ის ჩემპიონთა ლიგის ტიტულს დაისაკუთრებს, კარიერას დაასრულებს და საცხოვრებლად კანარის კუნძულებზე გადავა.

"ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში კარიერას დავასრულებ. მანჩესტერში ძალიან ბედნიერი ვარ და ვისურვებ, რომ აქ კიდევ დიდ ხანს ვითამაშო, მაგრამ ყველაფერი ჩემ ჯანმრთელობაზე და კლუბზეა დამოკიდებული."

"პრემიერ ლიგაში ძალიან დიდი ფიზიკური დატვრითვებია, უფრე მეტი ვიდრე თუნდაც ლა ლიგაში და არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს შევძლებ ინგლისში თამაშს. გასული სეზონი საშინელი იყო, რადგან ვერაფერი მოვიგეთ. დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში ყველაფერი უკეთესად იქნება."

"გუარდიოლამ შესანიშნავი ფეხბურთელები მოიყვანა და ამაზე გაჩერებას არ აპირებს. ჩვენი უმთავრესი მიზანი კი პრემიერ ლიგის მოგება იქნება." - განაცხადა დავიდ სილვამ.



  • goga11
  • 20 ივნისი 2017 00:24
carieli tvinia es kaci

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით