პერესი: "მბაპე და დონარუმა გვინდა, დე ხეა არა"

20-06-2017, 12:04

"ბლანკოსის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ისაუბრა და მისი პრიორიტეტებიც დაასახელა. პერესის განცხადებით, "რეალს" მბაპე და დონარუმა სჭირდება, მაგრამ დე ხეას შეძენით დაინტერესებული არაა.

"ზიდანმა მბაპე ჯერ კიდევ ორი წლის წინ შეამჩნია, თუმცა მისი შეძენა მაშინაც რთული იყო. ის შესანიშნავი ახალგაზრდაა და ორი აზრი არაა, რომ ერთ დღესაც მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. რა თქმა უნდა, ჩვენ მის შეძენას ვცდილობთ."

"ყველა ამბობს, რომ დონარუმა ბუფონის მემკვიდრეა. ჩვენ ვაკვირდებით მას, მაგრამ "მილანთან" არანაირი ოფიციალური კონტაქტი არ გვქონია. დე ხეასთან დაკავშირებით ყველაფერი ჭორია. მე მის შეძენას ორი წლის წინ ვცდილობდი, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა." - განაცხადა ფლორენტინო პერესმა.

  • goga11
  • 20 ივნისი 2017 12:06
waiyvane donaruma da daalpe ise rogorc bevrs gaukete

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით