გვარდიოლას ალვეშის შეძენისთვის კონკურენტი გამოუჩნდა

20-06-2017, 14:45

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Sky Sports ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ტურინის "იუვენტუსის" მარჯვენა მცველით დანი ალვეშით, გარდა პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტისა", ლონდონის "ჩელსიც" არის დაინტერესებული.

ალვეში იტალიური კლუბის მიმართ განაწყენებულია, რადგან მას კონტრაქტი 2019 წლამდე "იუვეს" მესვეურებმა არ გაუხანგრძლივეს. ბრაზილიელის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2018 წელს გადის. აქედან გამომდინარე კი დანი ახალ კლუბში გადასვლით არის დაინტერესებული.

ჯერ-ჯერობით "ჩელსის" ოფიციალური შეთავაზება "ბებერი ქალბატონის" მიმართ არ გაუკეთებია, თუმცა "არისტოკრატებს" "სიტისთან" შედარებით ალვეშის შესაძენად ნაკელბი შანსი აქვთ, რადგან ბრაზილიელ მცველს "ქალაქელების" მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ტაქტიკის ქვეშ "ბარას" რიგებში აქვს ნათამაშები, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოფილი კოლეგები ერთმანეთს კარგად იცნობენ და ენდობიან. ამიტომ გასაკვირი არ იქნება თუ დანი "სიტის" აირჩევს.

  • herrgio
  • 20 ივნისი 2017 14:46
სიტის აირჩევს ეს გვარდიოლას ევსასება მაგრად ალვეში

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით