ალვეში "სიტის" ფეხბურთელია

20-06-2017, 15:53

გავლენიანი სპორტული გამოცემა Goal.com იუწყება, რომ ტურინის "იუვენტუსის" ბრაზილელმა მარჯვენა მცველმა დანი ალვეშმა კლუბი დატოვა და 2 წლიანი კონტრაქტი პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტისთან" გააფორმა.

ალვეშმა "იუვეს" ხელმძღვანელობასთან უთანხმოების საფუძველზე, რომლის მიზეზიც კლუბის მხირდან ხელშეკრულების 2019 წლამდე გახანგრძილევებაზე უარის თქმა გახდა, კონტრაქტი გაწყვიტა და ამჯერად "ქალაქელებს" უფასოდ შეუერთდება.

დანი სიტიში კვირაში 85 ათასს ფუნტს მიიღებს გასამრჯელოს სახით, რაც წელიწადში 8 მილიონ ფუნტს უტოლდება.

"სიტი" სეზონის დასრულების შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, ძირითადი ბირთვი კი დაცვის ხაზიდან წავიდა. გვარდიოლამ მათ ადგილზე ჯერ მარცხენა მცველის პოზიციაზე "მონაკოდან" ბენჟამინ მენდი შეიძენა ახლა კი "იუვედან" ალვეში.

ალვეშმა ტურინში 2016/17 წლების სეზონში იასპარეზა, სადაც სერია-ა და  იტალიის თასი მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი "რეალთან" დამარცხდა.

  • herrgio
  • 20 ივნისი 2017 15:54
ასაკი რომ არ ჰქონდეს დიდი მაგარი იქნებოდა პრემიერ ლიგაში გაუჭირდება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით