"ბარსელონამ" დემბელეს აგენტთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო

20-06-2017, 20:22

კატალონიის "ბარსელონა" მზადაა ახალგაზრდა ფრანგი ვინგერის უსმან დემბელეს შესაძენად. მიუხედავად იმისა, რომ "დორტმუნდი" დემბელეს 80 მილიონ ევროდ აფასებს, ის კატალონიური კლუბის სატრანსფერო სამიზნეებში მაინც პირველ ადგილს იკავებს.

101 great goal-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" სპორტული დირექტორი რობეტს ფერნანდესი გასულ კვირას დემბელეს აგენტს შეხვდა, რომელთანაც ფეხბურთელის ლა ლიგაში ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები აწარმოა. წყაროს ცნობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

20 წლის ფრანგი ფეხბურთელი "დორტმუნდში" გასულ წელს გადავიდა და დიდებული თამაშით მალევე მიიქცია მსოფლიოს გრანდი კლუბების ყურადღება. დემბელემ ყველა ტურნირზე ერთად გასულ სეზონში საკუთარ ანგარიშზე 10 გოლი და 21 ასისტი მიითვალა.

  • herrgio
  • 20 ივნისი 2017 20:24
არადა მანჩესტერსაც მოუხდებოდა ეს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით