დონარუმას "მილანში" პატრისიუ შეცვლის

21-06-2017, 12:37

პორტუგალიური სპორტული გამოცემა A Bola-ს ინფორმაციით, დონარუმას წასვლის შემდეგ "მილანის" კარში პორტუგალიის ნაკრებისა და ლისაბონის "სპორტონგის" გოლკიპერი რუი პატრისიუ ჩადგება.

როგორც ცნობილი ხდება, "როსონერი" ევროპის 2016 წლის ჩემპიონთან მოლაპარაკებების დაწყებას კონფედერაციის თასის შემდეგ აპირებს, რომელშიც მონაწილეობას პორტუგალიის ეროვნული ნაკრებიც იღებს.

29 წლის პატრისიუს "სპორტინგთან" მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული, თუმცა "მილანი" მის სანაცვლოდ სოლიდური თანხის გადახდას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის დონარუმა იტალიურ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

  • beka10
  • 21 ივნისი 2017 12:44
ვაა მაგარი კიპია ძაან

  • Leto
  • 21 ივნისი 2017 14:16
Kaia es erti 3 weli da mere yavt vigac axalgazrda isic tuar gaiqca

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ღმერთო, გაიზარდნენ"! - რუსული კალათბურთის ვარსკვლავი თორნინე შენგელიას "ცსკაში" გადასვლას გამოეხმაურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით