დონარუმამ შესაძლოა "მილანთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს

21-06-2017, 22:06

"მილანის" ახალგაზრდა იტალიელი მეკარის მოვავლის შესახებ ჭორები არ წყდება. რამდენიმე დღის წინ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯანლუიჯი დონარუმამ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა.

ჯიჯის ასეთ საქციელს "როსონერის" ჩინელი მესვეურის მწვავე რეაქცია მოჰყვა, რომელმაც დონარუმას 1 წლით კლუბიდან გაშვება გამორიცხა, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში ის როგორც სათადარიგო მეკარე "მილანს" გამოადგებოდა. ამას დაემატა გულშემატკივრების მიერ დონარუმას მისამართით გადაყრილი ფულის შეკვრები და გამოფენილი ბანერი სადაც ეწერა "დოლარუმა".

ამ ყველაფრის შემდეგ გავლენიანი იტალიური გამოცემა Sky Italia იუწყება, რომ 18 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე იღებს მონაწილეობას, თავისთან საკუთარი აგენტი რაიოლა დაიბარა. შეხვედრის მიზეზად კი სახელდება დონარუმას სურვილი "მილანთან" კონტრაქტის გაგრძელების შესახებ.

ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადება ამის თაობაზე არც რაიოლას და არც დონარუმას არ გაუკეთებია, თუმცა რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ ჯიჯის მილანში დარჩენა სურდა გადაწყვეტილება კი მხოლოდ ფანების მუქარის გამო შეიცვალა და ფული მის მომავალთან არაფერ შუაშია.



  • herrgio
  • 21 ივნისი 2017 22:07
ეგეთ დარჩენას აზრი არ აქვს სახელი გაუფუჭდა

Amas kide ati paraskevi aq mgoni laughing

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით