ოფიციალურად: ალვეშმა "იუვენტუსი" დატოვა

22-06-2017, 00:46

ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტის ჯუზეპე მაროტას განცხადებით, ბრაზილიელი განაპირა მცველი დანი ალვეში "ბებერ სინიორას" ტოვებს. პრეზიდენტის თქმით, სამხრეთ ამერიკელმა გადაწყვეტილება თავად მიიღო.

ყველაზე აქტიურად პრესა ალვეშს "მანჩესტერ სიტის" უკავშირებს, რომელსაც მისი ყოფილი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ავარჯიშებს. სავარაუდოდ ტრანსფერი ოფიციალურ სახეს უახლოეს მომავალში მიიღებს.

"დანიმ გააცნობიერა, რომ სხვა გუნდში სურს თამაში. ჩვენ მასთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები გვქონდა, თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ და სამომავლო წარმატებას ვუსურვებთ". - განაცხადა მაროტამ.

გასულ სეზონში "იუვენტუსთან" ერთად ალვეშმა იტალიის ჩემპიონატი და თასი მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის "რეალთან" დამარცხდა.



  • beka10
  • 22 ივნისი 2017 00:47
dani gamoadgeba citys

  • herrgio
  • 22 ივნისი 2017 00:58
დაბერდა რაღა უნდა სიტიში ინგლისს ვერ გაქაჩავს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით