ოფიციალურად: არველაძე "ფახთაგორის" მწვრთნელია

22-06-2017, 17:25

უზბეკური "ფახთაგორის" საიტის ინფრომაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელი ამიერიდან ქართველი შოთა არველაძე იქნება, რომლის უკანასკნელი გუნდიც ისრაელის "მაკაბი" გახლდათ.

არველაძესა და "ფახთაგორს" შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები ჯერ უცნობია. ქართველი სპეციალისტის ოფიციალური წარდგენა ხვალ გაიმართება და ყველაფერი სწორედ იქ გაჟღერდება.

ამ მომენტისთვის უზბეკეთის ჩემპიონატში არველაძის ახალი გუნდი მე-5 პოზიციას იკავებს და დაკარგული პოზიციების დაბრუნება კლუბის ხელმძღვანელობას ნამდვილად სურს.

საკუთარი კარიერის განმავლობაში შოთა არველაძე "კაიზერისფორს", "კასიმფაშას", "ტრაბზონსფორსა" და "მაკაბის" ავარჯიშებდა. ყველაზე დიდი მიღწევა ქართველისთვის ებრაულ გუნდთან ერთად უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაა.



  • beka10
  • 22 ივნისი 2017 17:27
წარმატებები შოთის

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით