დონარუმა: "არასოდეს მითქვამს რომ "მილანის" დატოვება მინდა"

22-06-2017, 21:15

18 წლის ჯიჯიო დონარუმამ "მილანთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა, თუმცა მისი აგენტი ლომბარდიულ კლუბთან მოლაპარაკებებს აგრძელებს და ახლო მომავალში საბოლოოდ გადაწყდება დარჩება თუ არა ჯიჯიო "როსონერიში".

"La Repubblica"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დონარუმამ მის ირგვლივ განხორციელებულ აჟიოტაჟზე თავის უახლოეს მეგობართან ისაუბრა და შემდეგი რამ განაცხადა: "რატომ მეპყრობიან ისინი ასე? არასოდეს მითქვამს რომ "მილანის" დატოვება მინდა."

ახალაგზრდა მეკარეს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და ხელშეკრულების არ გახანგრლივების შემთხვევაში "მილანს" მომავალ წელს, მისი უსასყიდლოდ დათმობა მოუწევს.

  • goga11
  • 22 ივნისი 2017 21:17
moishore eg raiola tuarada wadi realshi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით