• 18-07-2023
    "დარწმუნებული ვარ ბევრი ყოფილი სპორტსმენი შემოგვიერთდება" - შოთა არველაძე მისი და ფაჩულიას ახალი წამოწყების შესახებ წერს
    "დარწმუნებული ვარ ბევრი ყოფილი სპორტსმენი შემოგვიერთდება" - შოთა არველაძე მისი და ფაჩულიას ახალი წამოწყების შესახებ წერს

    საქართველოს ნაკრების საუკეთესო მეგოლემ, შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში მისი და ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას ახალი წამოწყების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:

    "ნებისმიერი აქტივობა და ურთიერთობები, რომლითაც ჩვენი მოზარდები უკეთეს მომავალს და სწორ მაგალითს დაინახავენ, მხოლოდ გაგვაძლიერებს. ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია, რომ ისეთი სპორტსმენი, როგორიც ზაზა ფაჩულიაა ქმნის სივრცეებს და პროექტებს, რომელიც ახალგაზრდებს განვითარებაში ეხმარება. მისი აკადემია, სპორტული და ინდივიდუალური მომზადების ცენტრები მხოლოდ ნაწილია, მას კიდევ უფრო მეტი შეუძლია იმ გამოცდილების და ცოდნის გათვალისწინებით, რაც წლების მანძილზე საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში და ქვეყანაში დააგროვა."

    "მიხარია, რომ ჩვენი       დამოკიდებულებები ბევრ საკითხში ემთხვევა, რაც ახალგაზრდებისთვის მოტივაციის მიცემას, გამოცდილების გაზიარებას და საერთო აქტივობების წამოწყებას უკავშირდება." 

    "გასულ კვირას, მასთან ერთად, პირველად მომეცა შესაძლებლობა საჯაროდ გვესაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც ჩვენი მოზარდების ხვალინდელ დღეს უკეთესს გახდის. ასევე, მახარებს, რომ ჩვენს ირგვლივ არიან ადამიანები, ვინც მაგალითად ქმნის და ახორციელებს ისეთ პროექტს, როგორიც 1000 წუთია. მინდა მათ ამ შესაძლებლობისთვის მადლობა ვუთხრა." 

    "დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში, ჩვენს წამოწყებას, რომელიც მოზარდებთან კავშირების გაღრმავებას უკავშირდება, არაერთი ყოფილი და მოქმედი სპორტსმენი შემოუერთდება. ზაზა დამოუკიდებელი ქართული სპორტის საუკეთესო წარმომადგენელია და ვფიქრობ, მის გააქტიურებასთან ერთად, ჩვენი სპორტი და მომავალი თაობა კიდევ უფრო დიდ სარგებელს მიიღებს." - დაწერა შოთა არველაძემ

    ტეგები:
    Facebook კომენტარები