"იუვეს" რენატუ სანჩესის არენდით აყვანა სურს

23-06-2017, 18:28

იტალიური ინტერნეტ გამოცემა Mediaset Premium-ი იტყობინება, რომ ტურინის "იუვენტუსს" მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა პორტუგალიელი ნახევარმცველის რენატუ სანჩესის არენდით აყვანა სურს.

წყაროს ცნობით იტალიურმა კლუბმა ამის თაობაზე უკვე გაუკეთა ოფიციალური შეთავაზება "ბავარიელებს". აღნიშნული შეთანხმება იგივე ხასიათისაა, რაც 2 წლის წინ "ბაიერნმა" გაუკეთა "ბებერ ქალბატონს" კინგსლი კომანის თაობაზე.

"იუვენტუსს" პორტუგალიელი ფეხბურთელის 2 წლიანი არენდით აყვანა და საჭიროების შემთხვევაში მისი გამოსყიდვაც სურს. მიუნხენში აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, კარლო ანჩელოტის ძველ ინტერვიუს, ის არ აპირებს 19 წლის ფეხბურთელის გაყიდვას.

შეგახსენებთ, რომ რენატუ სანჩესი "ბაიერნს" 2016 წელს "ბენფიკადან" შეუერთდა. ევროპის ჩემპიონმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ანჩელოტის ფორმაციის ქვეშ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება. გასულ სეზონში მან ვერც გოლის გატანა და ვერც ასისტის გაკეთება ვერ მოახერხა.



  • herrgio
  • 23 ივნისი 2017 18:33
amis gashveba ar sheidzleba

კარგი შენაძენი იქნება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით