"მილანის" გეგმა თუ როგორ შეინარჩუნოს დონარუმა

24-06-2017, 20:02

იტალიური "მილანი" აპირებს ჯანლუიჯი დონარუმას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს, რათა აპენინზე კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე "შავ-წითლების" რიგებში გაისარჯოს. ორივე მხარე, მინო რაიოლაც და მარკო ფასონეც ცდილობენ შეთანხმების მიღწევას, რათა 18 წლის მეკარე კვლავ სან სიროზე დარჩეს.

"Corriere dello Sport" იტყობინება, რომ იმ შემთხვევაში თუ ჯიჯიო ახალ კონტრაქტს გააფორმებს, "მილანი" მის უფროს ძმას, 27 წლის ანტონიო დონარუმას გადაიბირებს, რომელიც ამპლუით ასევე მეკარეა.

ანტონიო დონარუმა ამჟამად საბერძნეთში თამაშობს. ჯიჯიოს თანხმობის შემთხვევაში კი "მილანელები" მზად არიან მისი უფროსი ძმა სამშობლოში დააბრუნონ და სათადარიგო მეკარის სტატუსი მისცენ. იმ შემთხვევაში, თუ ჯიჯიო არ გაახანგრძლივებს, "როსონერი" კვლავ პერინისა და ნეტოს ვარიანტს განიხილავს.

  • goga11
  • 24 ივნისი 2017 20:04
ertadert shemtxvevashi minda ro darches. tu raiolas nacvlad sxva agents aiyvans

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს თასის ნახევარფინალისტები გამოირკვა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით