მოურინიო თუ გვარდიოლა? - საბოლოო პასუხი, რომელიც...

24-06-2017, 20:14

2016-17 წლების სეზონი პირველი დიდი გამოწვევა იყო ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლასთვის მანჩესტერულ კლუბებში. მათ სეზონი ერთმანეთისგან განსხვავებულ ვითარებაში გაიარეს და საბოლოოდ განსხვავებული შედეგებიც დადეს.

პეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიში" გერმანული 3 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნიდან" მოვიდა, მაშინ როცა ჟოზე მოურინიო პრემიერ ლიგაში დიდი ხანი მოღვაწეობდა და "ჩელსისთან" ერთად ინგლისის ჩემპიონიც გახდა. თუმცა შემგომი საშინელი სეზონის შემდეგ იგი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს.

ორივე მწვრთნელის კლუბებმა ჩემპიონთა ლიგის საგზურები მოიპოვეს, თუმცა პრემიერ ლიგაში თავი ვერ ისახელეს და მიუხედავად ფავორიტობისა, ჩემპიონ "ჩელსის" 2016/17 წლების სეზონის შეჯიბრში 15 და 24 ქულით ჩამორჩნენ.

და მაინც რომელი მწვრთნელისთვის აღმოჩნდა გასული სეზონი უკეთესი მანჩესტერში - პეპისთვის თუ ჟოზესთვის? დასკვნის გამოსატანად გავიხსენოთ მათი განვლილი გზა თითოეულ ტურნირზე და ასევე განვიხილოთ მათი შენაძენები, რომლებითაც კლუბების გაძლიერება სცადეს.

ასოციაციის თასი

ასოციაციის თასზე "მანჩესტერ იუნაიტედი" ტურნირის მოქმედი ჩემპიონის სახით იყო წარმოდგენილი, თუმცა 2016/17 წლების სეზონი აღნიშნულ ტურნირზე, არც თუ ისე იღბლიანი გამოდგა "წითლებისთვის". მათ 1/4 ფინალში "ჩელსის" წინააღმდეგ მოუწიათ 10 კაციანი შემადგენლობით თამაში, რომელმაც "არისტოკრატების" იერიშებს ვეღარ გაუძლო და საბოლოოდ კანტეს გოლის წყალბით ტურნირს გამოეთიშა.

რაც შეეხება "მანჩესტერ სიტის", პეპ გვარდიოლას ბიჭებმა 1/4 ფინალური ბარიერი "ვესტ ჰემთან" გადალახეს, თუმცა 1/2 ფინალში არსენ ვენგერის "არსენალთან" 2-1 დამარცხდნენ და ტურნირსაც დაემშვიდობნენ.

ინგლისის თასი

ინგლისის თასზე 2 მანჩესტერული კლუბის გზები მე-4 რაუნდში გადაიკვეთა, სადაც ხუან მატას მიერ ოლდ ტრაფორდზე გატანილი ერთადერთი გოლი საკმარისი აღმოჩნდა "ქალაქელების" ტურნირიდან გამოსათიშად. "ემიუმ" "სიტის" შემდეგ "ვესტ ჰემისა" და "ჰალის" ბარიერებიც დასძლია ხოლო ფინალში დრამატულ ორთაბრძოლაში "საუთჰემპტონი" 3-2 დაამარცხა და აღნიშნულ ტიტულსაც დაეუფლა.

პრემიერ ლიგა

ზედიზედ მოგებული პირველი 10 მატჩის შემდეგ, ყველამ ჩათვალა, რომ "მანჩესტერ სიტი" პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდებოდა, თუმცა დიდებული სტარტი არ გახდა წარმატების მომტანი, რადგან პეპმა აღებული ფორმის შენრაჩუნება ვერ მოახერხა და შემდგომ 6 შეხვედრაში ქულები დაკარგა.

საბოლოოდ "სიტიმ" სეზონი საბოლოოდ ბოლო 4 მატჩიანი მოგებით დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა, ხოლო მის უშუალო მეტოქე "იუნაიტედს" 9 ქულით გაუსწრო.

რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედის" პრემიერ ლიგის სეზონს, მათ არც თუ ისე ცუდად იასპარეზეს. ჟოზეს კლუბმა 25 მატჩიანი წაუგებელი სერია შესთავაზა გულშემატკივარს, თუმცა წაუგებელ სერიაში "წითელმა ეშმაკებმა", 25 ჩატარებული მატჩიდან 15 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ 10 მოიგეს, რამაც მათ საკმაოდ ბევრი ქულა დააკარგვინა. საბოლოოდ "ემიუმ" პრემიერ ლიგა მე-6 პოზიციაზე დაასრულა.

ევრო ტურნირები

პეპ გვარდიოლას ბიჭების გამოსვლა ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ განსაცვიფრებელი იყო. მათ ჯგუში "ბარსელონა" 3-1 დაამარცხეს, თუმცა საბოლოოდ მათ მაინც უკან აღმოჩდნენ მეორე პოზიციაზე. ხოლო მერვედ ფინალში "მონაკოსთან" ეტიჰადზე 5-3 გამარჯვების, შემდეგ საფრანგეთში 3-1 დამარცხდნენ და ტურნირის მიღმა დარჩნენ.

გვარდიოლასგან განსხვავებით, მოურინიოს შეგირდები ბევრად მარტივ ტურნირ ევროპა ლიგაზე ასპარეზობდნენ. მათ ჯგუფში 6 მატჩიდან 4-ში იმარჯვეს და მეორე ადგილზე გავიდნენ. შემდეგ ეტაპებზე კი ერთმანეთის მიყოლებით "სენტეტიენი", "როსტოვი", "ანდერლეხტი" და "სელტა ვიგო" დაამარცხეს, ხოლო ფინალურ ეტაპზე "აიაქსს" 2-0 სძლიეს. ამ გამარჯვებით გარდა იმისა, რომ "ემიუმ" მისი პირველი ევროპა ლიგის თასი მოიპოვა ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც დაბრუნდა.

ტრანსფერები

შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ "მანჩესტერ სიტიმ" გასულ სეზონში ალექსანდრ ზიჩენკო და მარლოს მორენო შეიძინა, მაგრამ ერთადერთი ფეხბურთელი ვინც ახალგაზრდა ტალანტებიდან წარმატებას მიაღია გაბრიელ ხესუსი აღმოჩნდა.

მიუხედავად 2 თვიანი უთამაშებლობისა, ხესუსმა 11 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა, ხოლო 20-ჯერ საჯარიმოში ისეთი გასაოცარი მოქმედებები შესთავაზა პუბლიკას, რომ მასზე ყველამ ერთიანად დაიწყო საუბარი.

გვარდიოლას კიდევ ერთი შენაძენი გერმანელი ლეროი სანეა, რომელმაც სეზონის სტარტი ტრამვის გამო გამოტოვა, თუმცა იანვარში მისი დებიუტი შედგა და ყველას დაანახა მისი შესაძლებლობები.

სანეს სისწრაფემ და ტექნიკამ უამრავი პრობლემა შეუქმნა "სიტის" მოწინააღმეგე გუნდების მცველებს. ახალგაზრდა ტალანტმა 9-ჯერ აიღო მეტოქის კარი და 14-ჯერ საგოლე გადაცემაც გააკეთა. ის სულ უფრო და უფრო ვითარდება თითოეულ თამასში.

49 მილიონიან შენაძენ ჯონ სტოუნსზე საუბარი რთულია, რადგან მას ჯერ კიდევ არ გამოუვლენია თავი, ნოლიტომ კარგი სტარტის შემდეგ ტემპი დააგდო, ილქაი გუნდოგანი ტრამვის გამო ვერ ახერხებს თამაშს, ხოლო კლაუდიო ბრავო ჯერ-ჯერობით კლუბის იმედებს ვერ ამართლებს.

რაც შეეხება ოლდ ტრაფორდს აქ ალბათ უკეთესი სიტუაციაა. ერიკ ბაილი, პოპ პოგბა, ჰენრიკ მიხითარიანი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი კლუბს გასულ ზაფხულს შეუერთდნენ და სეზონიც კარგად ჩაატარეს.

მიხითარიანი მარცხენა ფლანგზე სახიფათო სირბილებს ანხორციელებს, პოლ პოგბას ცენტრი კარგად უჭირავს, თუმცა მისგან ჯერ კიდევ ბევრს ელიან ხოლო ზლატანზე საუბარი ზედმეტია. 35 წლის შვედმა დაამტკიცა, რომ მისთვის ასაკი უბრალოდ ციფრებია.

ჟოზეს და პეპის რეიტინგები 

მოურინიო: პრემიერ ლიგა (5,5/10), ევროპა ლიგა (9,5/10), ასოციაციის თასი (5,5/10), ინგლისის თასი (9/10) ტრანსფერები (8/10) = 37,5/50

გვარდიოლა: პრემიერ ლიგა (7/10), ჩემპიონთა ლიგა (6,5/10), ასოციაციის თასი (8/10), ინგლისის თასი (5/10) ტრანსფერები (7/10) = 33,5/50



  • herrgio
  • 24 ივნისი 2017 20:16
მოურნიო ბევრად ჯობია კაცმა პორტუსთან და ინტერთნ ერთად ლიგა დადო

[b][/b] მოუ უფრო დიდი ტაქტიკოსია ვიდრე პეპი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი დაასახელეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით