კონტე "იუვეს" ორ ფეხბურთელში 96 მილიონის გადახდას აპირებს

25-06-2017, 11:31

ლონდონის "ჩელსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხმაურიანი ტრანსფერების განსახორციელებლად ემზადება. ლონდონელებს პრემიერ ლიგის ტიტულის დასაცავად და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებისთვის ახალი ძალა სჭირდებათ.

კლუბის იტალიელ თავკაცს უკვე ჰყავს 2 ფეხბურთელი მიზანში ამოღებული, რომლებსაც დიდი ხანია აკვირდება და მათ შესაძენად არ დიდი ფინანსების გაღება ენანება. საქმე ეხება ტურინის "იუვენტუსის" მცველებს, ლეონარდო ბონუჩის და ალექს სანდროს.
 
იტალიური პრესა კერძოდ კი Corriere dello Sport იუწყება, რომ კონტე მზადაა ალექს სანდროს და ლეონარდო ბონუჩის შესაძენად აპენინურ კლუბს 96 მილიონი ევრო შესთავაზოს.

ორივე მცველი გამოცდილი და საიმედოა. ანტონიო მათ შესაძლებლობებში დარწმუნებულია და მიაჩნია, რომ ისინი მას წარმატების მიღწევაში დაეხმარებიან. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით "იუვეს" პოზიცია ცნობილი არაა, თუმცა გასაკვირი არ იქნება, რომ "ბებერი ქალბატონი" მისი უკანა ხაზელების გაშვებას იოლად არ შეეგუება.

  • herrgio
  • 25 ივნისი 2017 11:32
ბონუჩი დახატავდა ჩელსის

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გრანადას მწრთვნელი: "ჩემი მოლოდინი გამართლდა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით