"ლიონმა" "არსენალთან" მოლაპარაკებები დაადასტურა

25-06-2017, 12:13

ფრანგული"ლიონის" პრეზიდენტმა, იან მიჩელ ულასმა, ფრანგულ გამოცემა L’Equipe-თან მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ლონდონის "არსენალსა" და მის კლუბს შორის ალექსანდრ ლაკაზეტის თაობაზე მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს.

"არ ვაპირებ, რომ ლაკაზეტის გაყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სწრაფად მივიღო. "ატლეტიკო", რომელიც ფრანგის შეძენითაა დაინტერესებული სატრანსფერო ბანისგან 2018 წლის იანვარში თავისუფლდება და არაა გამორიცხული რომ ალექსანდრმა კარიერა მადრიდში გააგრძელოს.

ჩვენ ლაკაზეტის ვერ გავუშვებთ, თუ ჯერ მის შემცვლელს არ მივაგენით. 

ყველამ იცის, რომ "ატლეტიკო" მზადაა მის სანაცვლოდ 53 მილიონი გადაიხადოს, ხოლო 12 მილიონი დამატებით ბონუსის სახით, რაც 65 მილიონს უდრის. რაც შეეხება არსენალს, მათგან ჯერ არაა ცნობილი რამდენის გადახდას აპირებენ ლონდონელები". - თქვა ულასმა



  • herrgio
  • 25 ივნისი 2017 12:13
ჟმოტი ვენგერი ვერ გაიმეტებს ფულს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით