დელ პიერო: "იუვენტუსმა" რონალდუ უნდა დაიმატოს"

25-06-2017, 23:06

პორტუგალიელი სუპერ ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ სანტიაგო ბერნაბეუზე ბედნიერი არაა და ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდა, ალესანდრო დელ პიერო ყოფილ კლუბს მის დამატებას ურჩევს. რონალდუს შეძენით ორი კლუბი, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პსჟ" ინტერესდებიან. 

ექვს გზის იტალიის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რონალდუს მადრიდის დატოვება უნდა "იუვენტუსმა" ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას.

"იმედი მაქვს, რომ "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის თასს ახლო მომავალში დაესაკუთრება. იმ შემთხვევაში, თუ რონალდუს "რეალის" დატოვება აქვს გადაწყვეტილი, ტურინელებმა ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან. მისი გადაბირების შემთხვევაში, დიდ ხნიანი ლოდინის შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგების შანსს კიდევ უფრო გაიზრდიან." - განაცხადა დელ პიერომ.

  • goga11
  • 25 ივნისი 2017 23:08
martali xar piero magram vin gaatans

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გრანადას მწრთვნელი: "ჩემი მოლოდინი გამართლდა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით