სუპერ მარიო ბრუნდება

26-06-2017, 11:42

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის გმირი, მარიო გიოტცე 2017 წლის თებერვლიდან მოყოლებული საკუთარი ნაკრების და კლუბის დახმარებას ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებდა. ფეხბურთელს მოიპათიის დიაგნოზი დაუდგინდა.

მოიპათია კუნთოვანი დაავადებაა, რომლის დროსაც ფეხბურთელს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ძალები ისე ეცლება, რომ მის აღდგენას დიდი ხანი ან საერთოდ ვერ ანდომებს. მარიოს საფეხბურთო კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა საბედნიეროდ მკურნალობამ პოზიტიური შედეგები აჩვენა.

მარიოს ავადგმყოფობის გამო 2016/17 წლების სეზონში მხოლოდ 16 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული სადაც 2 გოლის და 2 ასისტის მითვლა მოახერხა საკუთარ ანგარიშზე.მიუხედავად ურთულესი ბარიერისა, 24 წლის ფეხბურთელი არ დანებდა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ფორტუნა კვლავ მისკენ შემობრუნებულიყო. მარიომ უკვე განაახლა ინდივიდუალურ რეჟიმში ვარჯიში, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის დასაწყისში ის კლუბს შეუერთდება. მან ვარჯიშის ამსახველი სურათი საკუთარ ინსტაგრამ გვერდზეც გამოაქვეყნა.გოტცე "დორტმუნდს" სავარაუდოდ ივლისის ბოლოდან შეუერთდება, როდესაც ფეხბურთელები შვებულებიდან სეზონის მოსამზადებელი ვარჯიშებისთვის დაბრუნდებიან.

  • herrgio
  • 26 ივნისი 2017 11:43
ძაან კარგი ინფორმაციაა იმედია ისევე დაბრუნდება როგორც შეეფერება <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ქართველები მათზე ღირებულები არ არიან". - ირალნდიელებმა ქართველები დაიწუნეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით