"იუვენტუსს" ალექს სანდრო ტოვებს

26-06-2017, 12:33

ტურინის "იუვენტუსის" განაპირად მცველმა ალექს სანდრომ "ბებერი სინიორას" ხელმძღვანელობას გუნდიდან გაშვება მოსთხოვა. ბრაზილიელი ფეხბურთელი ახალი კარიერული გამოწვევისთვის ემზადება.

ალექს სანდროს შეძენა ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად ლონდონის "ჩელსის" სურს. ანტონიო კონტე მზადაა ფეხბურთელს მისთვის სასურველი პირობები და ძირითად შემადგენლობაში ადგილი შესთავაზოს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს "იუვენტუსი" სამხრეთ ამერიკელი მცველის თაობაზე. იტალიური პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელი გუნდიდან წასვლის პროცესში გარკვეულ სიძნელეებს უნდა წააწყდეს.

ალექს სანდრომ გასულ სეზონში 3 გოლი გაიტანა და საკუთარ თანაგუნდელებს 5-ჯერ გაატანინა.

  • beka10
  • 26 ივნისი 2017 12:34
dzalian magali donis fexburtelia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გრანადას მწრთვნელი: "ჩემი მოლოდინი გამართლდა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით