მოურინიოს ნაინგოლანის ყიდვა მოუნდა

27-06-2017, 16:46

ბრიტანულ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელ თავკაცს ჟოზე მოურიონიოს თავისი ყოფილი კლუბიდან ნემანია მატიჩის გადმობირება და ნახევარდაცვის გაძლიერება სურდა, თუმცა დღეს გავრცელებულმა ინფორმაციამ მოვლენები სხვა კუთხით განავითარა.

იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport იუწყება, რომ ჟოზეს სამიზნე არა "ჩელსის" სერბი ფეხბურთელი, არამედ იტალიური "რომას" ბელგიელი ნახევარმცველი რაჯა ნაინ გოლანია.

წყაროზე დაყრდნობით, მოუ მზადაა რაჯას სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზოს იტალიური კლუბის მესვეურებს, ხოლო თავად ფეხბურთელს კი კვირაში 125 ათასი ევრო ანაზღაურების სახით.

იგივე წყაროს მიხედვით, "ემიუს" წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ 29 წლის ფეხბურთელის აგენტს და მოლაპარაკებებს აქტიურ რეჟიმში აწარმოებენ.

  • herrgio
  • 27 ივნისი 2017 16:48
რა მატიჩი რაჯა ჯობია

n2 naxevar mcveli <3 n1 pogba :D dzan mouxdeba raja wamodi wamodi

ციტატა: McHeeDLooPP
n2 naxevar mcveli <3 n1 pogba :D dzan mouxdeba raja wamodi wamodi

getanxmebi herera pogba raja idealuri naxevari

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით