"დინამო" სამმა ფეხბურთელმა დატოვა

27-06-2017, 17:46

ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის თბილისის "დონამოს" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ კლუბი კიდევ სამმა ფეხბურთელმა თავისუფალი აგენტების სტატუსით დატოვეს.

გასულ კვირას "ლურჯები" გიორგი პაპუნაშვილმა და საბა ლობჟანიძემ დატოვეს, რომლებიც კარიერას საზღვარგარეთ გააგრძელებენ, ხოლო რაც შეეხება ახალ ფეხბუთელებს, რომლებიც თავისუფალი აგენტების სახით დარჩნენ ცოტნე მესხი, ოთარ კვერნაძე და გიორგი ბეგაშვილი არიან.

"ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დინამო თბილისი სამმა ფეხბურთელმა, კიპერმა გიორგი ბეგაშვილმა, ნახევარმცველმა ცოტნე მესხმა და თავდამსხმელმა ოთარ კვერნაძემ დატოვა. მათ თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღეს და სხვადასხვა კლუბებში გააგრძელებენ ასპარეზობას. დინამო თბილისი სამივე ფეხბურთელს მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში". - წერია "დინამოს" ოფიციალურ გვერდზე



  • herrgio
  • 27 ივნისი 2017 17:46
ვინმე ნორმალური ლეგიონერი მოიყვანოს ფიფიამ რა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით