ტოტიმ შესაძლოა კარიერა განაახლოს

27-06-2017, 23:10

ფრანჩესკო ტოტიმ თავისი 25 წლიანი კარიერა დაასრულა, რომელიც მთლიანად "რომას" და სტადიო ოლიმპიკოს მიუძღვნა, თუმცა "იმპერატორი" შესაძლოა ფეხბურთს დაუბრუნდეს. 40 წლის ვეტერანის დამატების სურვილს იაპონური "ტოკიო ვერდი" გამოთქვამს.

იაპონური კლუბის სპორტული დირექტორი "Nikkansports"-თან საუბრისას შემდეგ რამეს აცხადებს: "ჩვენ ტოტის დამატება გვინდა და მასთან კავშირზეც გავედით, თუმცა ჯერჯერობით მოლაპარაკებებში პროგრესი არ შეიმჩნევა."

იაპონიის გარდა ჩესკოს შემოთავაზებები ამერიკიდანაც აქვს, თუმცა ყველაზე სავარაუდო ვარიანტი ალბათ კვლავ "რომაში" დარჩენაა. იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა, ტოტის დირექტორთა საბჭოში ერთ-ერთ საპატიო პოსტს სთავაზობს.

  • goga11
  • 27 ივნისი 2017 23:12
ar unda wavides iaponiashi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით