დეშამი ვარანის შემცვლელის ძიებაშია

25-05-2016, 00:58

მოგეხსენებათ, გავრცელდა ინფორმაცია რაფაელ ვარანის ტრამვის შესახებ. სავარაუდოდ საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ცენტრალურ მცველს ევრო 2016-ის გამოტოვება მოუწევს. ფრანგთა თავკაცი დიდიე დეშამი მისი შემცვლელის ძიებაშია. შემცვლელის ერთ-ერთი კანდიდატურა "სევილიას" ცენტრალური მცველი და ერთ-ერთი ლიდერი ადილ რამია. მას 2013 წლიდან მოყოლებული საფრანგეთის ნაკრების მაისური არ მოურგია. რაფაელ ვარანის ტრამვის შემდეგ იგი ნაკრებში გამოიძახეს, რითიც მან თავის გამოჩენის უდიდესი შანსი მიიღო. შეგახსენებთ, რომ ადილ რამი გასულ წელს "სევილიას" რიგებში ძირითადი ფიგურა იყო და მან დიდი წვლილი შეიტანა ევროპის ლიგის ზედიზედ მესამედ მოგებაში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით