არაბიძე და ჟირუ ბომბარდირობისთვის იბრძვიან

28-06-2017, 12:10

გავლენიანი საფეხბურთო ინტერნტერ პორტალი Goal.com ყოველწლიურად აქვეყნებს იმ ფეხბურთელების სიას, რომლებსაც კალენდარულ წელში გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი.

2017 წლის მონაცემით, ამხანაგურ შეხვედრებში ყველაზე მეტჯერ მეტოქეთა კარი სამმა ფეხბურთელმა აიღო. კენიელმა ოლუნგამ, ფრანგმა ოლივიე ჟირუმ და ქართველმა გიორგი არაბიძემ მიმდინარე წელს ამხანაგურ შეხვედრებში 3-3 გოლის გატანა მოახერხეს.

უნიჭიერესმა 19 წლის გიორგი არაბიძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ჯერ ლატვიასთან გაიტნა მარტში ულამაზესი ჯარიმა, ხოლო სენტ კიტსისა და ნევისის წინააღმდეგ დუბლის გაფორმებაც მოახერხა.

რაც შეეხება არაბიძის კონკურენტ ჟირუს, მან პარაგვაის წინააღმდეგ ჰეთთრიქი გაიტანა.



  • beka10
  • 28 ივნისი 2017 12:11
mougebs araba uechveli <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველიას სატრანსფერო ფასი გაიზარდა

დაგვიმეგობრდით