ობამეიანგი სათამაშოდ ჩინეთში გადადის

28-06-2017, 17:11

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ევროპული გრანდების ერთერთი მთავარი სამიზნე დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელი პიერ ემერიკ ობამეიანგი კარიერას ჩინეთის სუპერ ლიგის ბინადარ "ციანზიში" გადადის.

ობამეიანგის ხელში ჩაგდება "მანჩესტერ იუნაიტედს", "ლივერპულს", "ჩელსის", მადრიდის "რეალს", "პარი სენ-ჟერმენსა" და კიდევ რამდენმე კლუბს სურდა, თუმცა აფრიკელმა ფეხბურთელმა სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო, ვიდრე კარიერის ევროპულ გუნდში გაგრძელებაა.

"ციანიზი" გაბონელის სანაცვლოდ გერმანულ გუნდს 71 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო ხელფასის სახით ობამეიანგი ყოველკვირეულად 500 000 ფუნტ სტერლინგს აიღებს.

გასულ სეზონში პიერ ემერიკ ობამეიანგი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და გერმანიის თასის მოგებაც მოახერხა.

  • beka10
  • 28 ივნისი 2017 17:15
gagijebula sul

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით