დი მარიამ "ინტერთან" შეთანხმებას მიაღწია

28-06-2017, 22:15

"Tuttosport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანის "ინტერის" პრიორიტეტი "პსჟ"-ს 29 წლის არგენტინელი ნახევარმცველის, ანხელ დი მარიას გადაბირებაა.

იტალიურ კლუბს ფინანსური ფეირ ფლეის დარღვევა არ სურს, ამიტომ ვინმეს მოყვანამდე ჯერ გუნდიდან სხვა ფეხბურთელი უნდა წავიდეს. მიუხედავად ამისა ახალი ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს ტრანსფერზე და ელ ფიდეოსთან, რომელიც დი მარიას აგენტია, წინასწარი შეთანხმება მიღწეულია. როგორც ცნობილი ხდება, ფეხბურთელიც შეთავაზებული პირობებით კმაყოფილია და "ინტერში" მისი გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

მადრიდის "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი იტალიაში ოთხი წელი დაჰყოფს და სეზონში ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს მიიღებს. დი მარიამ გასულ სეზონში, პარიზული კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 15 გოლის გატანა შეძლო, ხოლო თანაგუნდელებს რვაჯერ გაატანინა.



  • goga11
  • 28 ივნისი 2017 22:18
kai ra, ra ginda mag uigbloebshi?

euf psg dan intershi pulis mona unda iyo...

Verattis rato AR ushvebt tqveniii

ციტატა: Nikoloz21
euf psg dan intershi pulis mona unda iyo...


რაო ბოღმა ხომ არ გახრჩობს? თუ ბარსელონას გარდა ფეხბურთელი სხვაგან არ უნდა გადადიოდეს? არა ვიცოდი რომ რეალის ბა დარსელონას ქომაგებს თავისი კლუბების სიყვარული არაადეკვატობაში გადადიოდათ, მაგრამ მთლად ასეთი დონემდე მიყვანა ? უცნაურია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით