"იუვენტუსმა" "რეალს" დანილოს თაობაზე მიმართა

28-06-2017, 23:00

ტურინის "იუვენტუსმა" მადრიდის "რეალს" ოფიციალურად მიმართა, რათა გაეგოთ თუ რამდენის მიღება სურთ ესპანურ მხარეს ბრაზილიელი მარჯვენა მცველის, დანილოს გასხვისების სანაცვლოდ.

აღმოჩნდა რომ მადრიდის "რეალი" დანილოს ბონუსების ჩათვლით 30 მილიონ ევროდ აფასებს. სავარაუდოდ, მოლაპარაკებები ძალიან გაიწელება, რადგან "იუვენტუსი" მხოლოდ 15 მილიონს იხდის, ბონუსების ჩათვლით კი ეს თანხა 20-25 მილიონ ევრომდე აიწევს.

"ბიანკონერი" ლიხშტაინერისა და ალვეშის შემცვლელებს ეძებს და დანილოც მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ბრაზილიელი მცველი, მადრიდულ გრანდს ორი წლის წინ, "პორტოდან" 32 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო.

  • goga11
  • 28 ივნისი 2017 23:02
arada portoshi sauketeso iyo

wtf auu gaajvas aman

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით