თურქული კლუბები საშოპინგოდ იტალიაში ჩადიან

29-06-2017, 01:25

როგორც ჩანს, თურქული კლუბებისთვის ყველაზე საყვარელი ფეხბურთელები სერია ა-ში თამაშობენ. "Fanatik"-ის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, "გალათასარაი" ტურინის "იუვენტუსის" ორი ფეხბურთელის, მარიო ლემინასა და კუადრო ასამოას შეძენას ეცდება, რომლებიც "ბიანკონერის" ამ სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებენ.

კიდევ ერთი თურქული კლუბის, "ტრაბზონსპორის" სპორტული დირექტორიც იტალიაში იმყოფება და ცდილობს "ინტერთან" გარი მედელის თაობაზე შეთანხმება მაიღწიოს. ჩილელი ფეხბურთელი მზადაა გამოემშვიდობოს "ნერაძურის", თურქები კი, თავის მხრივ მზად არიან მის სანაცვლოდ 7 მილიონი ევრო გაიღონ.

ბოლო პერიოდში თურქულ და იტალიურ კლუბებს შორის შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და იმ შემთხვევაში, თუ კლუბები ფეხბურთელებთან შეთანხმებას მიაღწევენ, აპენინელები თავიანთ მოთამაშეებს არ დააყოვნებენ.



  • goga11
  • 29 ივნისი 2017 01:27
avalt vitom odesme turqebis donemde mainc? confused

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით