ვერატის აგენტის ოფიციალური განცხადება

29-06-2017, 16:45

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ერთერთი საკვანძო ფიგურის მარკო ვერატის აგენტმა საკუთარი კლიენის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა.

აგენტის თქმით, ჯერ ოფიციალურად გარკვეული არაფერია და სჯობს მხარეებმა სიმშვიდე შეინარჩუნონ.

"ჯერჯერობით არაფერი ვიცი ვერატის შესაძლო ტრანსფერის შესახებ კატალონიის "ბარსელონაში". სჯობს მშვიდად ვიყოთ და მოვლენათა განვითარებას დავაკვირდეთ. უკანასკნელ პერიოდში პრესა ბერ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რასაც გულშემატკივარი შეცდომაში შეჰყავს". - განაცხადა დი კამპლიმ.

უკანასკნელი ინფორმაციით, მარკო ვერატიმ "პარი სენ-ჟერმენის" ხელმძთვანელობას გუნდიდან გაშვების თხოვნით მიმართა.

  • beka10
  • 29 ივნისი 2017 16:45
uechveli wamova <3

  • rename
  • 30 ივნისი 2017 09:53
თუ თურანს 60 მილიონად ყიდი, ვერატში მინიმუმ 120 მილიონი მაინც გადაიხადო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის ადვოკატი: "მორალურ ტერორში მყოფმა ნიკამ მარცხები განიცადა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით