"სიტი" ალექსის სანჩესის ტრანსფერზე ამუშავდა

29-06-2017, 17:19

ბრიტანული სპორტული მედიის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" ლონდონის "არსენალის" შემტევის ალექსის სანჩესის ტრანსფერზე ამუშავდა და მზადაა "მეთოფეებს" 50 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.

სანჩესის გადაბირება პირადად პეპ გვარდიოლას სურვილია. მას ჩილელ ფეხბურთელთან მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს კატალონიის "ბარსელონადან" და როგორც აცხადებს, სამხრეთ ამერიკელის ყველა დადებითი მხარე კარგად იცის.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს "არსენალი". ამჟამინდელი მდგომარეობით, არსენ ვენგერის გუნდი ცდილობს სანჩესთან და იოზილთან კონტრაქტი გაახანაგრძლივოს.

ამ მომენტისთვის ალექსის სანჩესი ჩილეს ნაკრებთან ერთად კონფედერაციის თასის ფინალის სათამაშოდ ემზადება.



  • beka10
  • 29 ივნისი 2017 17:20
gadaiyvanen uechvelad

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით