სოსო ფრუიძე: "ეროვნული ლიგის ამ ფორმატმა ჩვენთვის არ გაამართლა"

29-06-2017, 23:20

საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ავსტრიულ "ალტახთან" ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მარცხის შემდეგ თამაში შეაფასა და ქართული ფეხბურთის მანკიერ მხარეებზეც გაამახვილა ყურადღება.

"თამაშისგან ყველა მეტს ელოდა და ჩვენც უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლო, თუმცა სამწუხაროდ ამის გასაკეთებლად შესაფერისი კლასი არ გაგვაჩნია. წარმატების მისაღწევად პირველ რიგში ფიზიკური სიძლიერეა მთავარი, მაგრამ ჩვენ ფიზიკურ კონდიციებში მოვიკოჭლებთ".

"ამჟამად რა თქმა უნდა მათ ჩვენზე მეტი შანსები აქვთ, თუმცა შევეცდებით სტუმრად მაქსიმუმი გავაკეთოთ და ჩვენთვის სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ".

"როდესაც ფეხბურთელები მინიმუმ 2 შეხებაზე ნაკლები მოძრაობით ბურთს ვერ ამუშავებს და წინ პასს ვერ აკეთებს ეს არამარტო ჩვენი, არამედ ზოგადად ქართული ფეხბურთის სენია. უკეთ რომ ითამაშო ინტელექტი უნდა გქონდეს და შესაბამისად ფეხბურთს მეტი განათლებული ფეხბურთელი უნდა თამაშობდეს".

"ეროვნული ლიგის ამ ფორმატმა არ გაამართლა, რადგან ჩემი აზრით საქართველოში ფეხბურთელი არ არის მზად, რომ 3-4 დღის ინტერვალში 2 მატჩი ითამაშოს". თქვა ფრუიძემ

შეგახსენებთ, რომ კლუბებს შორის განმეორებითი შეხვედრა ავსტრიაში 6 ივლისს თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება.

  • herrgio
  • 29 ივნისი 2017 23:23
მართალია ბევრ რამეში

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით