უსეინ ბოლტი "დორტმუნდში" ივარჯიშებს

30-06-2017, 14:36

8 გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და 11 გზის მსოფლიო ჩემპიონმა უსეინ ბოლტმა დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას მიაღწია და გარკვეული პერიოდის განმავლობაში გერმანულ კლუბთან ერთად ივარჯიშებს.

"დავაკვრიდებით, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, უკვე "დორტმუნდში" თამაშზეც დავფიქრდები. თუ სიტუაცია ისე არ აეწყო, როგორც მსურს, არც ამაზე დამწყდება გული". - განაცხადა ბოლტმა.

უსეინ ბოლტმა ოქროს მედლები მძლეოსნობაში 2008, 2012 და 2016 წლების ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა. იგი მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო ათლეტად ითვლება.

რაც შეეხება მის ფეხბურთთან კავშირს, იამაიკელმა მორბენალმა გარკვეული პერიოდის წინ "მანჩესტერ იუნატედში" თამაშის სურვილიც გამოთქვა.

  • beka10
  • 30 ივნისი 2017 14:36
ვააა ძალიან მაგარია

  • misho_10
  • 30 ივნისი 2017 15:11
Xoda burti tu gaigdo vegaravin daeweva :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით