ოფიციალურად: ქუთათელაძემ "პსჟსთან" კონტრაქტი გააფორმა

30-06-2017, 22:22

ფრანგულმა "პარი სენ-ჟერმენმა" საკუთარი ასაკობრივი გუნდის წევრთან, ქართველ ნიკოლოზ ქუთათელაძესთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. ამიერიდან ნიკოლოზი საფრანგეთის ერთერთი საუკეთესო გუნდის სრულფასოვანი წევრია.

"პარი სენ-ჟერმენს" ქუთათელაძესთან კონტრაქტის გაფორმებისთვის რამდენიმე სირთულის გადალახვა მოუხდა. ნიკოლოზი ჯერ სრულწლოვანი არაა და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის პასპორტი აქვს. შესაბამისად, ფრანგუნ გუნდს დეტალების დაზუსტება ფიფასთა და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან მოუხდა.

გასულ სეზონში საფრანგეთის 16-წლამდელთა ჩემპიონატზე ნიკოლოზ ქუთათელაძემ მეტოქეთა კარის აღება ჯამში 20-ჯერ მოახერხა. მომდევნო სეზონს კი იგი უკვე 17-წლამდელთა გუნდში დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ქუთათელაძე საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ღირსებას იცავს.



  • beka10
  • 30 ივნისი 2017 22:23
genacvale nikush warmatebebi sul <3

  • ogafa
  • 1 ივლისი 2017 07:55
წარმატებები ყოჩაღ

  • maxare
  • 1 ივლისი 2017 23:51
ნაკრებში რატო არაა 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში?

auu kutaisidan psg gilocav nika gilocav

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით