რონალდუმ ტრავმა მიიღო

24-05-2016, 16:29

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის სრული დატვირთვის ემზადება. სამეფო კლუბის დღევანდელი ვარჯიში კრიშტიანუ რონალდუმ ნაადრევად დატოვა. მან კიკო კასილიასთან შეჯახების შემდეგ ფეხზე დისკომფორტი იგრძნო და გასახდელისკენ გაეშურა. ექიმებმა სწრაფადვე აღმოუჩინეს დახმარება, თუმცა პორტუგალიელი მინდორზე აღარ დაბრუნებულა. როგორც აღმოჩნდა, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა თავი დაიზღვია და ვარჯიშის გაგრძელება აღარ ისურვა. ხვალიდან იგი ჩვეულებრივ შეუერთდება გუნდს და ჩემპიონთა ლიგისთვის მზადებას განაგრძობს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით